Sunday, May 10, 2015

დასრულდა ჩვენი ტრენინგებიც.ცუდად ნამდვილად არ გვიმუშავია.დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნის გარეშე საზოგადოებასთან ადაპტირებას ნამდვილად ვერ შეძლებ.სირცხვილიც კია ამის გარეშე ყოფნა.შენს წინ მთელი სამყარო იშლება.ნებისმიერ კითხვაზე მოიპოვებ პასუხს.იმოგზაურებ ,სადაც გინდა.ეს მშვენიერია.მადლობა ყველაფერი ამისათვის.ძალიან დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ჩვენ ეს შევძელით.
ჩვენი შეხვედრის ბოლო დღეა.განწყობა ისევ სამუშაოა.

Saturday, May 9, 2015

ტრენინგის მიმდინარეობისას საინფორმაციო ტექნოლოგიებს უკეთ გავეცანი.გარკვეულ დონეზე გარკვეული ცოდნა მქონდა,მაგრამ ამ მწირ ცოდნას ბევრი სიახლე დაემატა.არ ვიცოდი ბლოგის შექმნა და ვისწავლე.ჩემი მოსაზრებები სხვებს გავუზიარე და მათ მოსაზრებებს მეც გავეცანი.ნამდვილად კარგი იყო.
პრეზენტაციის თემა

         სალიტერატურო ენა და კუთხური მეტყველება ი.ჭავჭავაძის მოთხრობის „სარჩობელაზედ“ მაგალითზე.
მიზანი: სალიტერატურო ენისა და კუთხური მეტყველებისა ურთიერთმიმართების, როლისა და მნიშვნელობის ჩვენება მოსწავლეებისათვის. არის თუ არა საჭირო კუთხური მეტყველების გამოყენება ლიტერატურაში.
                   გეგმა:
1.    შესავალი - რა არის სალიტერატურო ენა; რა მნიშვნელობა აქვს მის დაცვას; რა არის კუთხური მეტყველება. რა ურთიერთმიმართებაშია ისინი ერთმანეთთან;
2.    ძირითადი ნაწილი - ი.ჭავჭავაძის მოთხრობიდან ამოკრებილი მასალის, კუთხური მეტყველების ნიმუშების გაცნობა, დაკვირვება დიალექტებზე, იმის ჩვენება, საჭიროა თუ არა პირდაპირ მოყვანა ამ მეტყველების ნიმუშებისა ტექსტში. მოსწავლეთა ჩართვა ამ პროცესში. კონკრეტული მაგალითების ეკრანზე ჩვენება და მათი განხილვა.
3.    დასკვნა - შეჯამება პრეზენტაციის.  პასუხი გაეცემა კითხვას - რა მიმართებაშია სალიტერატურო ენა და დიალექტები ერთმანეთთან.

პროექტი

სასწავლო პროექტი - ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები

         პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეების მიერ ინფორმაციის მოძიებაქართული ენის დიალექტებზე. რამდენიმე დიალექტის ნიმუშების ამოკრება მწერალთა შემოქმედებიდან. ყველა კუთხეს აქვს მისთვის დამახასიათებელი დიალექტი. საინტერესოა ამ დიალექტების ფორმა და შინაარსი , საუბრის სტილიც, რითაც ადვილი ამოსაცნობია ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენელი. აღნიშნულ საკითხზე მოსწავლეები მოძებნიან კუთხური მეტყველების ნიმუშებს დ.კლდიაშვილის, ე.ნინოშვილის, ვაჟა ფშაველას და ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებიდან.
         პროექტის აქტუალობა - პროექტის მომზადების შემდეგ მოსწავლეები დაეუფლებიან შემდეგ უნარ–ჩვევებს:პრეზენტაციის უნარი,კვლევის,ინფორმაციის მოძიების უნარი,დამოუკიდებელი აზროვნების,მასალის შედარება–შეპირისპირების,მსჯელობის ,დასკვნის გაკეთების,შეფასების უნარი.
          პროექტის მიზნები - მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა კუთხის მეტყველებას, თვითონ მოძებნიან მასალას. ამოიღებენ თვითონ ნიმუშს მოხევური, ფშაური, გურული და იმერული დიალექტებიდან და მოაწყობენ ინსცენირებას.
         მონაწილეთა ასაკი 13-15 წელი.
         ვადები - მაისი
         მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები შეაგროვებენ დიალექტურ ფორმებს, შექმნიან სლაიდებს, სადაც განათავსებენ მასალას, მოამზადებენ გაზეთსა და ბუკლეტებს.
         რესურსები - კომპიუტერი, არჩეულ მწერალთა მოთხრობები, ფურცლები, მარკერები, ფორმატები, მოსწავლეები.
         პროექტის მსვლელობა: ა) ნაწარმოებებიდან დიალექტის ნიმუშების ამოკრება; ბ) მათი დაჯგუფება კუთხეების მიხედვით; გ) ინსცენირება.
დასკვნა - მოსწავლეები იმსჯელებენ, თუ რა საჭიროა დიალექტური მეტყველების გამოყენება სალიტერატურო მეტყველებაში, პროექტის მიზნის მისაღწევად ჩატარდება გამოკითხვა შემდეგი ნიმუშის მიხედვით:
1.    საჭიროა თუ არა ენის სიწმინდის დაცვა;
2.    რამდენად გავრცელებულია კუთხური მეტყველება ზოგადად;
3.    რა გავლენა აქვს დიალექტს სალიტერატურო ენაზე;
4.    დიალექტის გამოყენება ამდიდრებს თუ აკნინებს სალიტერატურო ენას;
5.    რამდენად გავრცელებულია კუთხური ლექსიკონი ჩვენს მეტყველებაში.



Friday, May 8, 2015

უჟმური დღეა.ამ მაისს არ დაადგა საშველი.ჩვენ...ჩვენ კი ისევ საინფორმაციო ტექნოლოგიებს ვუტრიალებთ და საკმაოდ წარმატებით.
ჩვენი შეხვედრები საინფორმაციო კომუნიკაციებთან დაკავშირებით დასასრულს უახლოვდება.გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად სასიამოვნოა სიახლეები გაგება.