გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის  გეგმა ქართულ  ლიტერატურაში  ,IX  კლასი
გაკვეთილის თემა: ოთარ ჭილაძე, ,,ადამიანი გაზეთის  სვეტში’’

მიზანი: ტექსტის  გაცნობა, ახსნა, გაანალიზება, ტექსტის მთავარი აზრის გამოკვეთა; საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მსჯელობა მთავარ თემაზე (ესგ ქართ.IX.6); მოსწავლეებმა აგრეთვე უნდა შეძლონ კითხვის მიზნის შესაფერისი სტრატეგიების გამოყენება -ტექსტისათვის ხელახლა თვალის გადავლება,მნიშვნელოვანი ადგილების მოძებნა და მათი სწორი ინტერპრეტაცია.ცალკეული ფრაზების მნიძვნელობების განმარტება (ესგ IX .8).
წინარე ცოდნა-ოთარ ჭილაძის ბიოგრაფია თვითონ უნდა მოეძებნათ,ასევე უნდა ესწავლათ მთესველის იგავი.
აქტივობები-თხრობა;კითხვებზე პასუხი;დამოუკიდებელი აზრის დაფიქსირება.
სტრატეგიები- ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-რა გავიგე’’; გონებრივი იერიში; აქტიური კითხვა-კორნელის მეთოდი.
საგანმანათლებლო რესურსები-მწერლის ფოტო,საგაზეთო სტატია,სახელმძღვანელო-ქართული ლიტერატურა-ვ.როდონაია და სხვები.

გაკვეთილის მსვლელობა
გამოკითხვა ოთარ ჭილაძის ბიოგრაფიის. რადგან მოსწავლეებს მასალა სხვადასხვა წყაროებიდან დამოუკიდებლად აქვთ მოძიებული, განსხვავებულ ფაქტებს ერთმანეთთან შეაჯერებენ, მოისმენენ მთესველის იგავს, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს ახალ მასალასთან. გამოიკვეთება, რა იციან (ო.ჭილაძის ბიოგრაფია და მთესველის იგავი) - რისი გაგება სურთ ( რას წერს მწერალი და როგორ წერს პოემას საგაზეთო სტატიის მიხედვით და რა კავშირი აქვს მთესველის იგავს ტექსტთან). მოტივაციის გაზრდა და მოლოდინის გაჩენა.
            ახალი მასალა - პოემის აქტიური კითხვა. მნიშვნელოვან ეტაპებად ტექსტის დაყოფა, ანალიზი, ახსნა. აქ განსაკუთრებულ ყურადრება გამახვილდება ეპიგრაფზე - დაუკავშირდება ტექსტს. კითხვა და ახსნა მოხდება შემდეგი თანმიმდევრობით - ეპიგრაფი; კრუს ხიმენესი სისხლის გუბეში; მონოლოგი /“მე მარცვალი ვარ....“აქ პირდაპირი კავშირია იგავთან/; მონობის განმარტება; სიცოცხლის სურვილი; სამშობლო და ჯარისკაცები; ფიქრის უფლება; ძლიერისა და სუსტის დაპირისპირება; ჯარისკაცი და პანამელი დემონსტრანტები; შური და მტრობა - ხანმოკლე სიცოცხლიდ ატრიბუტი; ბოროტისა და კეთილის შერკინება და ადამიანის არსებობის არსი. - ამ თანმიმდევრობით დამუშავდება ტექსტი.
            ახსნილი მასალის განმტკიცება - რა გავიგეთ. დავსვამ შემდეგ კითხვებს:
1.      რა არის მონობა და ვინ არის მონა, ჯარისკაცის აზრით;
2.      როგორ ხსნის იგი სიკვდილის მიზეზს; ვის ან რას აქვს უფლება, სიკვდილი მოსთხოვოს ჯარისკაცს; რატომ უწოდებს ჯარისკაცი თავის თავს ღმერთის კალთიდან გადმოვარნილ მარცვალს; რით ხსნის იგი საკუთარ სიკვდილს; რისი სჯერა მას( რომ მისი სიკვდილი კეთილ ნაყოფს გამოიღებს); იპოვა თუ არა პოემის გმირმა საკუთარი თავი?

კითხვებზე პასუხის შემდეგ გაირკვევა, გამართლდა თუ არა  მოლოდინი ანუ როგორ აისახა ადამიანის ბედი გაზეთის სვეტში; რა ყოფილა ადამიანის არსებობის არსი; რა გაიგეს, რამ დააფიქრა ისინი? როგორ აფასებენ ისინი ჯარისკაცის საქციელს.

შევაფასებ რამდენიმე მოსწავლეს ნიშნით, რამდენიმეს კომენტარით და შევაჯამებ გაკვეთილს. საშინაო დავალება - ნებისმიერი საგაზეთო სტატიის მიხედვით დაწერონ ნოველა.

No comments:

Post a Comment