Saturday, May 9, 2015

პროექტი

სასწავლო პროექტი - ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები

         პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეების მიერ ინფორმაციის მოძიებაქართული ენის დიალექტებზე. რამდენიმე დიალექტის ნიმუშების ამოკრება მწერალთა შემოქმედებიდან. ყველა კუთხეს აქვს მისთვის დამახასიათებელი დიალექტი. საინტერესოა ამ დიალექტების ფორმა და შინაარსი , საუბრის სტილიც, რითაც ადვილი ამოსაცნობია ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენელი. აღნიშნულ საკითხზე მოსწავლეები მოძებნიან კუთხური მეტყველების ნიმუშებს დ.კლდიაშვილის, ე.ნინოშვილის, ვაჟა ფშაველას და ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებიდან.
         პროექტის აქტუალობა - პროექტის მომზადების შემდეგ მოსწავლეები დაეუფლებიან შემდეგ უნარ–ჩვევებს:პრეზენტაციის უნარი,კვლევის,ინფორმაციის მოძიების უნარი,დამოუკიდებელი აზროვნების,მასალის შედარება–შეპირისპირების,მსჯელობის ,დასკვნის გაკეთების,შეფასების უნარი.
          პროექტის მიზნები - მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა კუთხის მეტყველებას, თვითონ მოძებნიან მასალას. ამოიღებენ თვითონ ნიმუშს მოხევური, ფშაური, გურული და იმერული დიალექტებიდან და მოაწყობენ ინსცენირებას.
         მონაწილეთა ასაკი 13-15 წელი.
         ვადები - მაისი
         მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები შეაგროვებენ დიალექტურ ფორმებს, შექმნიან სლაიდებს, სადაც განათავსებენ მასალას, მოამზადებენ გაზეთსა და ბუკლეტებს.
         რესურსები - კომპიუტერი, არჩეულ მწერალთა მოთხრობები, ფურცლები, მარკერები, ფორმატები, მოსწავლეები.
         პროექტის მსვლელობა: ა) ნაწარმოებებიდან დიალექტის ნიმუშების ამოკრება; ბ) მათი დაჯგუფება კუთხეების მიხედვით; გ) ინსცენირება.
დასკვნა - მოსწავლეები იმსჯელებენ, თუ რა საჭიროა დიალექტური მეტყველების გამოყენება სალიტერატურო მეტყველებაში, პროექტის მიზნის მისაღწევად ჩატარდება გამოკითხვა შემდეგი ნიმუშის მიხედვით:
1.    საჭიროა თუ არა ენის სიწმინდის დაცვა;
2.    რამდენად გავრცელებულია კუთხური მეტყველება ზოგადად;
3.    რა გავლენა აქვს დიალექტს სალიტერატურო ენაზე;
4.    დიალექტის გამოყენება ამდიდრებს თუ აკნინებს სალიტერატურო ენას;
5.    რამდენად გავრცელებულია კუთხური ლექსიკონი ჩვენს მეტყველებაში.



1 comment:

  1. ძალიან კარგია შეუდარებელი ხართ.

    ReplyDelete