სასწავლო პროექტი - ქართული
სალიტერატურო ენა და დიალექტები
პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეების მიერ
ინფორმაციის მოძიებაქართული ენის დიალექტებზე. რამდენიმე დიალექტის ნიმუშების ამოკრება
მწერალთა შემოქმედებიდან. ყველა კუთხეს აქვს მისთვის დამახასიათებელი დიალექტი. საინტერესოა
ამ დიალექტების ფორმა და შინაარსი , საუბრის სტილიც, რითაც ადვილი ამოსაცნობია ამა
თუ იმ კუთხის წარმომადგენელი. აღნიშნულ საკითხზე მოსწავლეები მოძებნიან კუთხური მეტყველების
ნიმუშებს დ.კლდიაშვილის, ე.ნინოშვილის, ვაჟა ფშაველას და ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებიდან.
პროექტის აქტუალობა - პროექტის მომზადების
შემდეგ მოსწავლეები დაეუფლებიან შემდეგ უნარ–ჩვევებს:პრეზენტაციის უნარი,კვლევის,ინფორმაციის
მოძიების უნარი,დამოუკიდებელი აზროვნების,მასალის შედარება–შეპირისპირების,მსჯელობის
,დასკვნის გაკეთების,შეფასების უნარი.
პროექტის
მიზნები - მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა კუთხის მეტყველებას, თვითონ მოძებნიან
მასალას. ამოიღებენ თვითონ ნიმუშს მოხევური, ფშაური, გურული და იმერული დიალექტებიდან
და მოაწყობენ ინსცენირებას.
მონაწილეთა ასაკი 13-15 წელი.
ვადები - მაისი
მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები შეაგროვებენ
დიალექტურ ფორმებს, შექმნიან სლაიდებს, სადაც განათავსებენ მასალას, მოამზადებენ გაზეთსა
და ბუკლეტებს.
რესურსები - კომპიუტერი, არჩეულ მწერალთა
მოთხრობები, ფურცლები, მარკერები, ფორმატები, მოსწავლეები.
პროექტის მსვლელობა: ა) ნაწარმოებებიდან დიალექტის
ნიმუშების ამოკრება; ბ) მათი დაჯგუფება კუთხეების მიხედვით; გ) ინსცენირება.
დასკვნა - მოსწავლეები
იმსჯელებენ, თუ რა საჭიროა დიალექტური მეტყველების გამოყენება სალიტერატურო მეტყველებაში,
პროექტის მიზნის მისაღწევად ჩატარდება გამოკითხვა შემდეგი ნიმუშის მიხედვით:
1. საჭიროა
თუ არა ენის სიწმინდის დაცვა;
2. რამდენად
გავრცელებულია კუთხური მეტყველება ზოგადად;
3. რა
გავლენა აქვს დიალექტს სალიტერატურო ენაზე;
4. დიალექტის
გამოყენება ამდიდრებს თუ აკნინებს სალიტერატურო ენას;
5. რამდენად
გავრცელებულია კუთხური ლექსიკონი ჩვენს მეტყველებაში.
ძალიან კარგია შეუდარებელი ხართ.
ReplyDelete