მოსწავლეთა
თვითშეფასების სქემა ქართულში
თემა:
ოთარ ჭილაძე „ადამიანი გაზეთისსვეტში“
1.
ბიოგრაფია და მთესველის იგავი ვიცოდი, მაგრამ მასწავლებელმა
გამისწორა გრამატიკული ხარვეზი, კერძოდ, რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვის არსებითთან
სწორად გამოყენების შესახებ;
2.
მასწავლებლის მიერ დამატებით დასმულ კითხვებს სწორად
ვუპასუხე;
3.
ჩემი ლექსიკური მარაგი მწირია, რაც ჩანს აზრის დამოუკიდებლად
გამოთქმისას. მომიწევს ამ ხარვეზის შევსება;
4.
ვმეტყველებ ჩქარა, რაც მოსმენისას აზრის არასწორად აღქმას
იწვევს. პაუზებზე და ლოგიკურ მახვილებზე მომიწევს ყურადღების გამახვილება;
5.
ვცდილობ არგუმენტირებულად ვისაუბრო;
6.
განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ;
7.
როცა სხვა ლაპარაკობს, ყურადღებით ვუსმენ;
8.
მაინტერესებს სხვისი აზრი;
9.
ვცდილობ განსხვავებული აზრის დაფიქსირებისას კამათი
ჩხუბში არ გადაიზარდოს.
გავითვალისწინებ მასწავლებლის ყველა შენიშვნას, რომ
დავხვეწო მეტყველება და გავამდიდრო ლექსიკური მარაგი.
შეფასების კრიტერიუმები თემისათვის–ოთარ ჭილაძის ბიოგრაფია და მთესველის იგავი
·
შეუძლია ტექსტის სრულყოფილად გადმოცემა,თხრობა.–
უყურადღებოდ არ
ტოვებს მოსათხრობი ტექსტის მნიშვნელოვან ადგილებს–4
ქულა.
·
შეუძლია ტექსტის ანალიზი
თვითონ ან სწორად პასუხობს მასწავლებლის მიერ ამ მიზნით დასმულ კითხვებს.–3 ქულა.
·
აქვს თანმიმდევრული,გამართული
მეტყველება.–4ქულა.
მასწავლებლის თვითშეფასება
·
შევძელი თუ არა წინარე მასალის ახალთან დაკავშირება;
·
შევძელი თუ არა მოსწავლეთა დაინტერესება თემით;
·
გაკვეთილზე შესრულდა თუ არა დაგეგმილი აქტივობები;
·
წასაკითხი ტექსტის თემებად დაყოფა აღმოჩნდა თუ არა ეფექტური
;
·
შევძელი თუ არა ტექსტის მთავარი აზრის გამოკვეთა და
ჩაწვდნენ თუ არა მოსწავლეები მის არსს;
·
მივაღწიე თუ არა გაკვეთილის გეგმით განსაზღვრულ მიზანს;
·
დრო რამდენად გონივრულად დავგეგმე და იყო თუ არა;
რას გავითვალისწინებ შემდეგ გაკვეთილზე.
No comments:
Post a Comment